სტუ
21/06/2024

“სტუ-ის მეწარმეობის დღე 2024”

19 ივნისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში, “სტუ-ის მეწარმეობის დღე 2024” ჩატარდა. ღონისძიებაზე წარდგნენ მომხსენებლები; გაიმართა ინტერაქციული სემინარი; სტუდენტებმა კანვასის ბიზნესის მოდელზე დაყრდნობით იმუშავეს სხვადასხვა სამეწარმეო პროექტებზე, ასევე ჩატარდა საკონსულტაციო და მენტორინგის სესია. სტუდენტებმა მოამზადეს სამეწარმეო ბიზნეს პროექტები რომლის შესახებ პრეზენტაციებს ამავე პროექტის ეგიდით დაგეგმილ ,,ინოვაციური იდეების კონკურსში” წარმოადგენენ. დღის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილეობს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლოთ სტუ-ის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ ისინი რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ.


აქვე შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს პროექტი Women’s Tech Hub-ი „ინოვაციური იდეების კონკურსს“ უმასპინძლებს. ჩვენი ახალგაზრდა ნოვატორები თავიანთ ინოვაციურ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ.

პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“, დაფინანსებულია და ხორციელდება აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის 2023 წლის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.