12 ივნისს, კომპანია ,,ავტოტექნო“-ს წარმომადგენლები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ბაკალავრიატისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, მათთვის სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების შეთავაზება წარმოადგენდა.
კომპანია ,,ავტოტექნო“ SINOTRUK HOWO-ს და SHANTUI-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, იგი 2016 წელს დაარსდა და მიზნად დაისახა საქართველოში წამყვანი ბრენდების სპეც. ტექნიკის იმპორტი, რეალიზაცია და მომხმარებლისთვის, მის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზება.
კომპანია ,,ავტოტექნო“ მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციას სთავაზობს. კერძოდ, ექსკავატორები; ექსკავატორ-დამტვირთველები; ფრონტალური-დამტვირთველები; ბულდოზერები; გრეიდერები; როლერები და სხვა.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ის პირობები გააცნეს, თუ რას სთავაზობენ ახალ თანამშრომლებს, როგორ შეიძლება დაგეგმო კარიერა და გახდე კომპანიის წარმატებული თანამშრომელი, როგორც შესრულებაზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, ”ავტოტექნო “ ყურადღებას უთმობს და აფასებს თანამშრომლებისა და მენეჯმენტის კომპეტენციას.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებს ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანია ,,ავტოტექნო“-ს საინტერესო შეხვედრისათვის და სრულ მზაობას გამოთქვამს თანამშრომლობის განვითარებისათვის.