საერთაშორისო პროექტის „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ-ჰაბის“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) ეგიდით მომზადებული ტრენინგ-მოდული „ზოგადი მენეჯმენტი“ დასრულდა.
ტრენინგის პროგრამის ამოცანა იყო მსმენელებისათვის გაეცნო მენეჯმენტის, როგორც მეცნიერული თეორიის, საფუძვლების ზოგადი კურსი, საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური გამოცდილებაზე დაყრდნობით; სტუდენტებისათვის გადაეცა ინფორმაცია მენეჯმენტის საფუძვლების ძირითადი პრინციპებისა და ფუნქციების შესახებ. წარმატებით განხორციელდა პროგრამის სამივე ეტაპი: თეორიული მასალის გაცნობა, საკონსულტაციო, მენტორინგის, პროგრამების მომზადების და პროექტების პრეზენტაციების ჩათვლით.

განსაკუთრებული და საინტერესო იყო ტრენინგის მონაწილეების მიერ შემუშავებული პროექტების წარდგენის პროცესი. მოდულს პროფესორები - ნატალია ჭანტურია, ბელა გოდერძიშვილი. ასისტენტები - თამარ შუბითიძე და ბელა დედანაშვილი უძღვებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“, დაფინანსებულია და ხორციელდება აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის 2023 წლის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება „სტუ-ის მეწარმეობის დღის“ და „სტუ-ის ინოვაციების კონკურსის“ ჩატარება. პროექტი დასკვნით ფაზაშია და ის ივლისში დასრულდება.