სტუ
05/06/2024

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა

5 ივნისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებელ არჩევით პოზიციაზე დარეგისტრირებული კანდიდატის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას სამოქმედო პროგრამის, საჯაროდ წარდგენა გაიმართა. 


საბჭოს სხდომას სტუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, ვიცე-კანცლერი პროფესორი თემურ ბულია, ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 
კანდიდატმა ფაკულტეტის სამომავლო, 4 წლიანი სამოქმედო პროგრამა წარმოადგინა, რომელიც უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარეობს და ეყრდნობა, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამოქმედო გეგმას და მის ძირითად ორიენტირებს. 

შეგახსენებთ რომ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებელი პოზიციაზე არჩევნები, მიმდინარე წლის 6 ივნისს ჩატარდება.