სტუ
28/05/2024

პროექტი - „ქალთა ტექ ჰაბი“ აქტიურად გრძელდება

27 მაისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, პირველი სემინარი მოდულში „მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები“  ჩატარდა, რომელსაც ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლები უძღვებოდნენ.

აღსაანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტი „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub) აქტიურ ფაზაშია.  პროექტის ძირითადი გეგმის მიხედვით, დასრულდა მოდულურ ტრენინგ-პროგრამებზე სტუდენტთა რეგისტრაცია და ნომინირებული სტუდენტებისათვის ტრენინგები უკვე დაიწყო.

ამასთანავე, პროექტის - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი” ფარგლებში, სტუ-ის პროფესორ მასწავლებლების მიერ მომზადებულია ხუთი ტრენინგ მოდული, კერძოდ:

• ზოგადი მენეჯმენტი;  

• მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები;

• გრაფიკული დიზაინი;

• ვებ. ტექნოლოგიები და Wordpress დეველოპმენტი;

• მეწარმეობა პრაქტიკაში;

აღნიშნული მოდულებით სწავლება 27 მაისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდება. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია შეხვედრები წარმატებულ მეწარმეებთან; „მეწარმეობის დღის“ ორგანიზება და „ინოვაციური იდეების შეჯიბრი“. 

შეგახსენებთ რომ, პროექტს - „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში - ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering - The Women’s Tech Hub), კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევს და მასში აქტიურადაა ჩართული ჩვენი ფაკულტეტი. პროექტმა დაფინანსება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა.