სტუ
27/05/2024

ფაკულტეტზე ERASMUS+ მორიგი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მ.შ ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, სტუ-ის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტის  LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 20-24 მაისს საქმიანი მივლინებით ტუკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ფინეთი) იმყოფებოდა.    

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პროექტის კონსორციუმის შეხვედრებში და პროექტის ეგიდით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მოტივით დაგეგმილი სასწავლო-პრაქტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ასევე სტუ-ის წარმომადგენლებმა შემფასებლის სტატუსით, ევროპის სხვა და სხვა უნივერსიტეტების დელეგაციები წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, ქ. ჰელსინკიში, ჰააგა-ჰელიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში 22-24 მაისს გამართულ “ევროპული სეილების შეჯიბრებაში”, რაც თავის მხრივ უნიკალური გამოცდილება იყო შემდგომში, პროექტის ეგიდით საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურად ინპლიმენტაციისათვის. ღონისძიება გამორჩეული იყო იმითაც, რომ მასში 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია იღებდა მონაწილეობას.  

პროექტი LISS24, წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის, პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება; სერვისებისა და პროცესების განვითარება; სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ ასევე ონლაინ გაყიდვების გზით. ამავე პროექტის ფარგლებში ასევე საქართველოში პირველად ჩატარდება ე.წ. “სეილების სტუდენტური შეჯიბრება” რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ს ტექნოლოგიების ტრანფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, რაც ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.