სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში, 14-16 მაისს მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების; საავტომობილო ტრანსპორტის; რკინიგზის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის; საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის სექციებმა იმუშავეს. კონფერენციაში, შესაბამის სექციებში, ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემიის იუნკრებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სხვა და სხვა აქტუალურ თემებზე და სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჯამში მუშაობდა ექვსი სექცია. საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგი შესაბამისობით:
საავტომობილო ტრანსპორტის სექცია
ბაკალავრიატი
მაგისტრატურა
დოქტორანტურა
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის სექცია
ბაკალავრიატი
ლოგისტიკის სექცია
დოქტორანტურა
მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების სექცია
ბაკალავრიატი
მაგისტრატურა
დოქტორანტურა
სარკინიგზო ტრანსპორტის სექცია
ბაკალავრიატი
მაგისტრატურა
დოქტორანტურა
ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის სექცია
ბაკალავრიატი
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების თეზისების კრებულის გამოცემას, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისათვის სერტიფიკატების, ხოლო გამარჯვებული სტუდენტებისათვის დიპლომების გაცემას უზრუნველყოფს სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრი.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილე სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებლებსა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.