სტუ
16/05/2024

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მუშაობას განაგრძობს

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია   მუშაობას აგრძელებს. 14 მაისს საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის   დეპარტამენტებს შესაბამის სექციაზე დარეგისტრირებულმა სტუდენტებმა, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სხვა და სხვა აქტუალურ თემებზე: ,,AUTODESK Civil3D -ს დანიშნულება და ზოგადი მიმოხილვა“;  ,,ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის გეგმარება“- კომპიუტერული გრაფიკული პროგრამა Revit - ის გამოყენებით; ,,კბილანა ბურთულებიანი გადაცემები“; ,,ამწე მოწყობილობების საკისრების ტრიბოლოგიის საკიხები“ და ა.შ.  კონფერენციის მონაწილეებმა  სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.

ფაკულტეტზე ძირითადი, სექციური მუშაობის ეტაპი 30 აპრილს დაიწყო, კონფერენცია ტრადიციულია და სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით წელს რიგით 88-ჯერ იმართება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. კონფერენცია 2024 წლის 24 აპრილს გაიხსნა და 14 ივნისს დაიხურება.