სტუ
02/05/2024

ჰოლდინგური კომპანია SISECAM-თან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება

2 მაისს, ჰოლდინგური კომპანია SISECAM-ის ქარხანა ს.ს.“მინა“ -ს დირექტორი ოლგუნ თაშდემირი და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ოფიციალური, საქმიანი ვიზიტით სტუმრობდნენ.

სტუ-ის მხრიდან შეხვედრას ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ ლომინაძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს კომპანია SISECAM-სა და სტუ-ის შორის, აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხების მაღალ დონეზე განხილვა წარმომადგენდა. ორივე მხრიდან აღინიშნა რომ მხარეები მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ საერთო ინტერესების რეალიზებისათვის და შემდგომი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია SISECAM მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში, მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია, სოდის წარმოებაში - მერვე ადგილი უკავია, ხოლო ქრომის ნაერთების წარმოებაში ლიდერია. დარწმუნებულები ვართ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია SISECAM-ს შორის აქტიური თანამშრომლობა პირველ რიგში, ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.