სტუ
30/04/2024

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი, სექციური მუშაობის ეტაპი დაიწყო.

30 აპრილს, პირველი სექციური მუშაობა ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის № 504 დეპარტამენტში გაიმართა. სექციაზე დარეგისტრირებულმა სტუდენტებმა, სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და სპეციალურად დაკომპლექტებულ კომისიის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.

კონფერენცია ტრადიციულია და სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით წელს, რიგით ოთხმოცდამერვედ იმართება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენცია 2024 წლის 24 აპრილს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, მუშაობს ექვსი სამუშაო სექცია, რომლებიც მუშაობას 15 მაისს დაასრულებენ.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრი კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების თეზისების კრებულის გამოცემას, სტუდენტებისთვის სერტიფიკატების და გამარჯვებულებისთვის დიპლომების გაცემას უზრუნველყოფს.  


სიახლეებში დაბრუნება