სტუ
23/04/2024

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა რიგით 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისათვის მზადება აქტიურად  მიმდინარეობს.  

კონფერენცია ტრადიციულია და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით წელს,  რიგით 88-ჯერ გაიმართება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენცია 24 აპრილს გაიხსნება  და 14 ივნისს დასრულდება.  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე,  შეიქმნა  სამუშაო სექციები და დაინიშნა  პასუხისმგებელი ხელმძღვანელები:

 

  1. მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების სექცია:

სექცია იმუშავებს:  15 მაისი 12:00 სთ.  №554 აუდიტორია. სტუ - I სასწ. კორპუსი

პასუხისმგებელი ხელმძღვანელი - პროფესორი თეა ბარამაშვილი baramashvili.t@gtu.ge

  1. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის სექცია

სექცია იმუშავებს:  14 მაისი 14:00 სთ.   № 538  აუდიტორია. სტუ - I სასწ. კორპუსი

პასუხისმგებელი ხელმძღვანელი - ასოც. პროფესორი თამარ ბერიძე beridzetamar05@gtu.ge

  1. ტრანსპორტის და მრეწველობის მენეჯმენტის სექცია

სექცია იმუშავებს:  30 აპრილი 11:00 სთ   №554  აუდიტორია. სტუ - I სასწ. კორპუსი

პასუხისმგებელი ხელმძღვანელი - პროფესორი თამარ კილაძე t.kiladze@gtu.ge

  1. საავტომობილო ტრანსპორტის სექცია

სექცია იმუშავებს:  15 მაისი 14:00 სთ   № 555 აუდიტორია. სტუ - I სასწ. კორპუსი

პასუხისმგებელი ხელმძღვანელი - ასოც.პროფესორი ხათუნა მღებრიშვილი kh.mgebrishvili@gtu.ge

  1. ლოგისტიკის სექცია

სექცია იმუშავებს:  16 მაისი  14:00 სთ   № 538  აუდიტორია. სტუ - I სასწ. კორპუსი

პასუხისმგებელი ხელმძღვანელი - პროფესორი ნათია ბუთხუზი n.butkhuzi@gtu.ge

  1. სარკინიგზო ტრანსპორტის სექცია

სექცია იმუშავებს:  16 მაისს  2024 წ;  11 00 სთ  N444  აუდ. სტუ - I სასწ. კორპუსი

პასუხისმგებელი ხელმძღვანელი - აკად. დოქტორი მეგი პატურაშვილი megi.paturashvili@gtu.ge

 

კონფერენციაში მონაწილე დარეგისტრირებული სტუდენტი ვალდებულია, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამის ფაკულტეტზე, სათანადო სექციის ხელმძღვანელ პირთან  29 მარტიდან 23 აპრილამდე;

სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრი უზრუნველყოფს კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების თეზისების კრებულის გამოცემას, სტუდენტებისათვის სერტიფიკატების და გამარჯვებულებისთვის  დიპლომების გაცემას.


სიახლეებში დაბრუნება