სტუ
15/04/2024

11 აპრილს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენლები ფაკულტეტის საბაკალაბრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, სტუმრებმა სტუდენტებს   კომპანიის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს,  ამასთანვე, სტაჟირებისა და შემდგომ დასაქმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კომპანიის წარმომადგენლება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, კომპანიის განვითარების ისტორია, განხორციელებული და სამომავლო პროექტები წარმოებითი სრული პროცესი - ნედლეულის მოწოდებიდან გაყიდვებამდე.

გარდა ამისა, სტუდენტებს ის პირობები გააცნეს, თუ რას სთაავაზობენ ახალ თანამშრომლებს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება დაგეგმოს ახალგაზრდამ კარიერა და გახდეს კომპანიის წარმატებული თანამშრომელი.

როგორც შესრულებაზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” დიდ ყურადღებას უთმობს და აფასებს თანამშრომლებისა და მენეჯმენტის კომპეტენციას.

კომპანია საკუთარი პერსონალის განვითარებას სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით ახორციელებს. მენეჯმენტის ეფექტური სისტემის დასანერგად, “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მართვის ევროპულ სტანდარტებს იყენებს და მას ქართულ რეალობას უსადაგებს.

როგორც შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს,  ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ფაკულტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის და სტუდენტებს კომპანიის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მადლობას ვუხდით კომპანია “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საინტერესო შეხვედრისთვის, სტუდენტზე ორიენტირებული მსგავსი აქტივობები ყოველთვის შედეგის მომტანია და პროფესიული განვითარების უპირობო პროცესს წარმოადგენს.


სიახლეებში დაბრუნება