სტუ
15/04/2024

12 აპრილს, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა ტრანსპორტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია - თბილისის მეტროპოლიტენის დეპოში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროპოტენის დეპო 1985 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ამჟამად ორ ასეულ ვაგონს ემსახურება.

სტუდენტებს გაცნობითი პრაქტიკის ხელმძღვანელობა მეტროპოლიტენის ტექნიკური სკოლის დირექტორმა ილია ჯინჭარაძემ გაუწია.

სტუდენტებმა თბილისის მეტროს გლდანის დეპო დაათვალიერეს, სადაც განთავსებულია დეპოში მდგომი სარეზერვო შემადგენლობები, მოდერნიზებული ვაგონები, ტექნიკური შემოწმების პუნქტი, სავალი ნაწილებისა და ელექტრო სისტემების განყოფილებები, კაპიტალური შეკეთების პუნქტი, დეფორმირებული მეტროს ვაგონების წყვილთვლების ზედაპირების გამოსასწორებელი ჩარხ-დანადგარი, საკონტაქტო ქსელები, ელექტროძრავები, ვაგონების გამრეცხ-გამორთქლი დანადგარები, ლიანდაგმზომი, დეპოს სამორიგეო და მოსასვენებელი ოთახები, ასევე, თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონების ძველი მოდელები, რომლებიც ამჟამად, ისტორიის საკუთრებაა.

დეპოში ექსკურსია ემსახურებოდა სტუდენტთა დაინტერესებას და სატრანსპორტო კომპანიაში სტაჟირება-დასაქმებას. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებისთვის მოეწყო „ჩვენება“. მათ ტექნიკურად დაათვალიერეს მეტროს შემადგენლობა და დეპოდან გაშვების ბრძანების გაცემა. ამის შემდეგ მემანქანემ სტუდენტები ჩიხური გვირაბის გავლით სადგურ „სარაჯიშვილამდე“ მიიყვანა.

 

აღნიშნული ვიზიტის ორგანიზებისათვის მადლობას მოვახსენებთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და თბილისის მეტროპოლიტენს, ხოლო გაცნობითი პრაქტიკის ხელმძღვანელობისათვის, პერსონალურად მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენ კურსდამთავრებულს,   მეტროპოლიტენის ტექნიკური სკოლის დირექტორს ილია ჯინჭარაძეს.


სიახლეებში დაბრუნება