სტუ
11/04/2024

10 აპრილს, საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის  წარმომადგენლები ქ. რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს შეხვდნენ. შეხვედრა, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დავალებით და  ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული.  ღონისძიებაში სტუ-ის ყველა, მათ შორის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრა სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში გაიმართა, სადაც ფაკულტეტებს წარმოდგენილი ჰქონდათ საგანმანათლებლო პროგრამები, პროგრამების შესაბამისი საგამოფენო და სადემონსტრაციო ინვენტარი.  

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  სტუ-ის ყველა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებს გასცნობოდნენ და მაქსიმაულური ინფორმაცია მიეღოთ მათ შესახებ.

საგამოფენო სივრცის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებთან შეხვედრა ქ. რუსთავის თეატრში გაგრძელდა, სადაც რექტორატისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციების მონაწილეობით წარმოდგენილი იყო მოკლე პრეზენტაციები,  ზოგადად უნივერსიტეტის, ფაკულტეტებისა და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. შეხვედრის  დასასრულს, სტუ-ის სახალხო თეატრ - სტუდია "მოდი ნახეს" სტუდენტმა მსახიობებმა   მონო-სპექტაკლი "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" წარმოადგინეს.

შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა. ამასთანავე,  სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს  შესაძლებლობა ჰქონდათ სტუ-ის მოქმედი პროგრამების შესახებ,  ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სტუ-ის ადმინისტრაცია და ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელები   მსგავსი სახის  შეხვედრებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.   

აქვე  შეგახსენებთ,  რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წლისათვის მიღებას აცხადებს  ქართულენოვან  შვიდ და  ინგლისურენოვან ერთ, საბაკალავრო პროგრამაზე.  კერძოდ:

ქართულენოვანი პროგრამები:

  • ტრანსპორტი (საავტომობილო ტრანსპორტი; სარკინიგზო ტრანსპორტი)

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი - 0030121

  • სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი - 0030122;

  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი - 0030123;

  • საკვები პროდუქტების წარმოება - გადამუშავება და სამაცივრო მოწყობილობები

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი - 0030124;

  • ლოგისტიკა

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი - 0030125;

  • სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა (ბიზნესის ადმინისტრირება)

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი - 0030126;

  • საავიაციო ინჟინერია

ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი - 0030127;

 

ინგლისურენოვანი პროგრამა:

მექანიკის ინჟინერია.


სიახლეებში დაბრუნება