სტუ
11/04/2024

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და კომპანია "Lion Trans"-ის შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მომზადდა ავტოდილერის პროფესიული მომზადების ტრენინგ-კურსი” რომელსაც პირველ ეტაპზე ვთავაზობთ მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს.

შესაბამისად სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტისათვის დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია.

პირველ ეტაპზე შესაძლებელია გადამზადდეს ჯამში 25 სტუდენტი. შესაბამისად კონკურსი მაღალია. ამიტომ შესარჩევი ეტაპი ჩატარდება ორ ნაწილად. კურსის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

 პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

  1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი;
  2. აკადემიური მიღწევა: აპლიკანტის GPA ან ეკვივალენტური აკადემიური ქულები (მონაცემები დეკანატიდან);
  3. ლიდერობა: ეს შეიძლება იყოს საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა - რეკომენდაცია.
  4. სოციალურად დაუცველის სტატუსი;

 

მეორე  ეტაპის - გასაუბრების კრიტერიუმები:

  1. კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად.
  2. პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ.
  3. ლიდერობის თვისებები (30 ქულა) - რეკომენდაცია
  4. პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის მოტივაციური ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი.

 

საბოლოო ეტაპზე კურსის მონაწილე სამი თეორიული მოდულის შემდეგ აბარებს ე.წ ტესტირებას, რის საფუძველზე ექნება დაშვება კურსის საბოლოო პრაქტიკულ ნაწილზე.

კურსის თეორიული ნაწილის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო თეორიული და პრაქტიკული ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეს სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა Lion trans-ის დილერის ლიცენზია და წვდომა (ე.წ. კოდები) შესაბამის სააუქციონო პლატფორმაზე

თუ გსურს კურსის გავლა, 15 აპრილამდე დარეგისტრირდი შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/UW2CAfYjWQDMenwZ8

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან მიმართეთ ფაკულტეტის სტუდენტურ სერვისებს


სიახლეებში დაბრუნება