სტუ
11/04/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები პროფესორ გივი სანაძის ხელმძღვანელობით ამა წლის 10 აპრილს ვიზიტით იმყოფებოდნენ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში „დელტა“ და „თამ მენეჯმენტში“. აღნიშნული საწარმოები წარმოადგენენ საქართველოში წამყვანი სამხედრო და საავიაციო მიმართულების სამრეწველო ორგანიზაციებს.

დელტაში ვიზიტისას დათვალიერებულ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია: ჯავშანმანქანები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, ნაღმსატყორცნები, ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები და სხვა.

„თამ მენეჯმენტში“ ვიზიტორებს გააცნეს კომპანიის შესაძლებლობები და მიზნები. დათვალიერებულ იქნა ძირითადი საამქრო, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა საბრძოლო საავიაციო ტექნიკის მოდერნიზაცია. საწარმოში წარმოდგენილი იყო აგრეთვე ბიზნეს კლასის თვითმფრინავების მოდელები.

ვიზიტი იყო საინტერესო და ნაყოფიერი პრაქტიკული ცოდნის თვალსაზრისით. აღნიშნული ვიზიტი იმავდროულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიის შესაძლებლობების პოპულარიზაციისათვის. ამავდროულად აღსანიშნავია ფაკულტეტზე მოქმედი ინგლისურენოვანი პროგრამის პრიორიტეტულობა და ჩვენი საერთაშორისო სტუდენტების აქტიური ჩართულობა მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებში.

ფაკულტეტის სახელით ვიზიტის ორგანიზატორებს და მასპინძელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვუხდით მოდლობას და გამოვხატავთ სრულ მზაობას თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისათვის.


სიახლეებში დაბრუნება