სტუ
05/04/2024

5 აპრილს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები, მორიგი ვიზიტით, კომპანია SISECAM -ის ქარხანა ს.ს.“მინა“-ს მეორედ სტუმრობდნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს წარმოება და გაეცნენ სრულ საწარმოო პროცესს.

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ   მზად არიან გააგრძელონ შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან, ასევე მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან, რაც საერთო ინტერესების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ კომპანია SISECAM- მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია, სოდის წარმოებაში - მერვე ადგილი უკავია, ხოლო ქრომის ნაერთების წარმოებაში ლიდერია.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანია SISECAM-ის მენეჯმენტს მასპინძლობისათვის და მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად გავაგრძელოთ თანამშრომლობა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საუკეთესო ინტერესებისათვის.


სიახლეებში დაბრუნება