სტუ
27/03/2024

26 მარტს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, კომპანია Lion Trans-ის წარმომადგენლები და IAA-ის (Insurance Auto Auctions - ავტომობილების აუქციონის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში) რეგიონალური დირექტორები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, Lion Trans დირექტორატმა, როგორც IAA-ს-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საქართველოში, ამერიკელ სტუმრებს, სტუდენტთა მონაწილეობით დაათვალიერებინეს „ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია“ და ასევე, გააცნეს სამომავლოდ დაგეგმილი “ავტო-დილერის მოსამზადებელი ტრენინგ-კურსი“ რომელსაც ფაკულტეტის სტუდენტებისათვის Lion Group-ის წარმომადგენლები ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ.

ამერიკელი სტუმრები მიესალმნენ სტუდენტებს, ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად დაუჭირონ მხარის საუნივერსიტეტო და ბიზნეს საზოგადოებების აქტიურ თანამშრომლობას.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მიესალმება ნებისმიერ ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს ბიზნესთან საქმიან კავშირებს. ამასთან უცხოელი პარტნიორების საქმიანი ვიზიტები აძლიერებს ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციას და პერსპექტივაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი სტუდენტებისათვის.

აქვე აღვნიშნავთ რომ Lion Trans-ის მიერ შემოთავაზებული “ავტო-დილერის მოსამზადებელი ტრენინგ-კურსის“ პროგრამა ამჟამად აქტიურად მუშავდება და უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოცხადდება კურსის დაწყების შესახებ.


სიახლეებში დაბრუნება