სტუ
26/03/2024

25 მარტს სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ, ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის გითოლენდიამ სტუდენტებისთვის მომზადებულ სპეციალურ პრეზენტაციაში ვრცლად ისაუბრა ფაკულტეტზე განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე აკადემიურ პროცესებზე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრაზე სტუდენტებმა დასვეს საინტერესო კითხვები ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. მოსაზრებები გამოითქვა მიმდინარე და სამომავლოდ გადასაჭრელ საკითხებზე. ასევე, შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებისგან გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო იდეა და ინიციატივა.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებთან შეხვედრებს საქმიან ფორმატში კვლავ გააგრძელებს, რადგან ვფიქრობთ, რომ სტუდენტებთან მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს ფაკულტეტზე ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას და ისეთ თანამშრომლობას რამაც კიდევ უფრო მეტად უნდა გააუმჯობესოს სწავლა-სწავლების პროცესი.


სიახლეებში დაბრუნება