სტუ
25/03/2024

სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორი ლიკა ბერიძე, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე 11-15 მარტის პერიოდში მიწვეული იყო ანგელ კანჩევის რუსეს უნივერსიტეტში, ტრანსპორტის ფაკულტეტზე (რუსე, ბულგარეთი) 2023/2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად.

პროექტის ფარგლებში ლიკა ბერიძემ, მასპინძელ უნივერსიტეტში წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის შესახებ და წაიკითხა ლექციები „კვლევის მეთოდების“ და „კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიების“ აქტუალურ თემებზე.

ვიზიტი ანგელ კანჩევის რუსეს უნივერსიტეტში, მონაწილეების მხრიდან კეთილგანწყობილ, ურთიერთთანამშრომლობის და აქტიურ მხარდამჭერ გარემოში წარიმართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებისა და თანამშრომლების სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობას და მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას რაც გააუმჯობესებს ფაკულტეტის და ზოგადად უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცეს.


სიახლეებში დაბრუნება