სტუ
18/03/2024

12 მარტს, ჰოლდინგური კორპორაციის Lion Group-ის წარმომადგენელმა, ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ახალი მოკლევადიანი “ავტო-დილერის მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამის” პრეზენტაცია გამართა. კომპანია მზად არის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებისათვის ჩაატაროს მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი ავტომობილების სადილერო საქმიანობის სწავლების მიზნით და წარმატებული კურსდამთავრებულები დაასაქმოს ჰოლდინგში. თეორიულ სწავლებასთან ერთად, რაც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური აგებულების, ასევე მარკეტინგისა და კომუნიკაციის მოდულებს, სწავლების ფარგლებში ასევე ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები კომპანიის სათავო ოფისში. სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან დილერის მოსამზადებელ ტრენინგ-კურსს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო სამ წარჩინებულ სტუდენტს კომპანია საჩუქრად გადასცემს ე.წ ლიცენზიას.

ამჟამად ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს კომპანიის წარმომადგენლებთან ტრენინგ-კურსის მოსამზადებლად და უახლოეს ხანებში, დაინტერესებულ მხარეებს დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით სრულყოფილად.

შეგახსენებთ რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და Lion Group ჰოლდინგს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებია. ცოტა ხნის წინ, კომპანიის დახმარებით ფაკულტეტზე ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის კონცეფცია საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა, ხოლო ლაბორატორიის აღჭურვა კომპანიამ დააფინანსა.


სიახლეებში დაბრუნება