სტუ
18/03/2024

4-10 მარტს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, მექანიკის ინჟინერიისა და საწარმოო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი რაულ თურმანიძე ქალაქ ბოროვეცში, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე „მანქანები, ტექნოლოგიები, მასალები 2024“ იმყოფებოდა, სადაც, სტუ-სთან ერთად ბულგარეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, იტალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, მაკედონიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.

ჩვენი უნივერსიტეტი კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზატორია და პროფესორი რ. თურმანიძე კონფერენციაში ჩართული იყო კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრად.

პროფესორ რაულ თურმანიძის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა - „პრეციზიული მიკროიარაღების და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კონსტრუირება, დამზადება, მათი ექსპლუატაციის ოპტიმალური პირობების დადგენა და ეფექტიანად გამოყენება“. სწორედ ამ მიმართულებით, უცხოელ კოლეგებთან ერთად ფაკულტეტის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდა მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ზუსტი მანქანათმშენებლობის მიმართულებით არსებულ დღეისათვის ყველაზე მაღალრეიტინგულ ჟურნალში „Micromachines” იქნა წარდგენილი და ჟურნალის რედაქტორების წინასწარი ინფორმაციით იგი დაიბეჭდება მიმდინარე წლის ივნისის ნომერში.


სიახლეებში დაბრუნება