სტუ
11/03/2024

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 მარტს, Erasmus+ გაცვლით KA107 საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility – ICM)  პროგრამის და მის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.  

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვრცელი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ინფორმაცია ERASMUS+   საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის მოქმედი სასწავლო გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელიც ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან აქვს. ისაუბრეს სააპლიკაციო პროცედურებსა და აღნიშნული პროგრამით სარგებლობის ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პროცედურებზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე, შერჩევის პრინციპებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების დეტალური პროცედურებზე. ასევე უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს.

შეგახსენებთ რომ Erasmus+ გაცვლით პროგრამის KA107 საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს (არა-ასოცირებული/პარტნიორი ქვეყანა) და ევროპის (ასოცირებული/პროგრამის ქვეყნები) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქტიურად არის ჩართული Erasmus+  ICM პროგრამაში და მათ შორის ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს და აკადემიური/ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა სრულყოფილად ისარგებლონ აღნიშნული პროგრამის შესაძლებლობებით. მაგალითად ამჟამად ჩვენი ფაკულტეტის ორი სტუდენტი უკვე სარგებლობს ამ პროგრამით და როგოც წინა განცხადებებში აღვნიშნეთ ისინი მობილობის წესით უკვე იმყოფებიან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტბეში.

აღნიშნული პროგრამის შესაძლებლობებით დაინტერესების შემთხევაში გთხოვთ დაუკავშირდით სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების მიმართულებით.

ასოცირებული პროფესორი ირინე უგრეხელიძე

მისამართი: მ. კოსტავას 68; I სასწავლო კორპუსი; ოთახი 553

ტელ: (+995 32) 2 77 11 11 (72-63);

ugrekhelidzeirine05@gtu.ge


სიახლეებში დაბრუნება