სტუ
11/03/2024

მიმდინარე წლის 5-7 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიზნით მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოების წევრებმა და ექსპერტებმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა კახა ერაძემ ისაუბრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დროს ექსპერტთა მიერ დასკვნაში ასახული საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენაზე და ცენტრის მიერ ჩატარებულ ექსპერტთა დასკვნების ანალიზზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ნომინაციაში ,,პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კარგი პრაქტიკის წარმოჩენისთვის“ სერტიფიკატი გადაეცა პროფესიული განათლების დარგის ექსპერტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, თეა ბარამაშვილს. ვულოცავთ ქალბატონ თეას აღნიშნულ ჯილდოს.


სიახლეებში დაბრუნება