სტუ
11/03/2024

საერთაშორისო პროექტის „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში - ReINNOVA“ (№ MES-CIF-1-26) პროექტის ფარგლებში, რომელშიც ჩვენი ფაკულტეტი მონაწილეობს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით მყოფმა პარტნიორი კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორმა, დოქტორმა კოლინ რიგბიმ და „ინოვაციების მრჩეველმა“ ემმა ბონფილიომ, მიმდინარე წლის 6 მარტს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ჩაატარეს სემინარი თემაზე - ,,სამეწარმეო სწავლება ბიზნესის ჩართულობით - კილის უნივერსიტეტის მაგალითზე“.

სემინარის მიზანი, ფართო აუდიტორიისათვის კილის უნივერსიტეტში სამეწარმეო სწავლების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება იყო. ამასთან ეს ინიციატივა ჩვენი ფაკულტეტისათვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ როგორც ცნობილია, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“ ხოლო, აკრედიტაციისათვის ამჟამად მზადდება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „მეწარმეობის მენეჯმენტი“ რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. აღსანიშნავია რომ მსგავსად საბაკალავრო პროგრამისა, ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები და ისინი ღირებულ რჩევებს უზიარებენ პროგრამის მომზადების პროცესში ჩართულ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს“.

თავის მხრივ, საერთაშორისო პროექტები და უცხოელი კოლეგების საქმიანი ვიზიტები, აძლიერებს ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს და პერსპექტივაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

სემინარის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატები.

 


სიახლეებში დაბრუნება