სტუ
04/03/2024

ევროკომისიის ERASMUS+ KA107 პროგრამის, სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, საერთაშორისო მობილობის წესით, ევროპის უნივერსიტეტებში სასწავლებლად იმყოფებიან.

„მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“ პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი საბა ჩახაია - პოლონეთში ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ერთი სემესტრის განმავლობაში დარჩება, ხოლო „ტრანსპორტის’’ პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი მირუაშვილი ბულგარეთში ქ. რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტში ასევე სემესტრს, სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გაატარებს. ჩვენი სტუდენტები პარტნიორ უნივერსიტეტში ყოფნისას ECTS 30 კრედიტს 5 თვის განმავლობაში შეასრულებენ. საბამ და გიორგიმ შესარჩევი კონკურსის ეტაპები წარმატებით გაიარეს, შეძლეს შესაბამისი გრანტის მოპოვება და ამჟამად სრული დაფინანსებით იმყოფებიან ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აქტიური საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და მათთან არაერთი გაცვლითი პროგრამები ხორციელდება, როგორც სტუდენტებისათვის ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის.


სიახლეებში დაბრუნება