სტუ
29/02/2024

28 თებერვალს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ და შეხვედრა გამართეს ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან. ვიზიტის ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკური სკოლის უფროსმა ილია ჯინჭარაძემ - რომელიც ამასთან ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის მიზანს კომპანიის საქმიანობის და კომპანიაში არსებული ტექნიკური სკოლის შესახებ აუდიტორიის ინფორმირება წარმოადგენდა. სკოლა ემსახურება როგორც მოქმედი კადრების გადამზადებას, ასევე, მსურველების სწავლებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

შეხვედრა საინტერესო ვითარებაში და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კომპანიის წარმომადგენლებისაგან აღნიშნა, რომ მზად არიან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რაც თავისთავად საერთო ინტერესების რეალიზებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები, კერძოდ: 1. უახლოეს მომავალში მოეწყობა ორი საწარმოო შემეცნებითი პრაქტიკული ექსკურსია თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონების სარემონტო დეპოში და ქალაქ თბილისის საავტობუსო პარკში. 2. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური სკოლის წარმომადგენელი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარებენ საჯარო ლექციებს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე; 3. იგეგმება თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება და სხვა პროაქტიული ღონისძიებები.

მადლობას ვუხდით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ და ფაკულტეტის ადმინისტრაცია მიესალმება საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ დარგობრივ ინიციატივებს რაც სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სწავლების და შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს გააუმჯობესებს. 


სიახლეებში დაბრუნება