სტუ
21/02/2024

20 თებერვალს, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ზაზა ბუაჩიძემ, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის, საქმიანი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კუთხით გამოწვევებისა და მიმდინარე საკითხების განხილვა წარმადგენდა. შეხვედრა საქმიანად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თითოეული პროგრამის საჭიროებები ცალ-ცალკე იქნა განხილული. ერთობლივად შემუშავდა მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფაკულტეტზე აღნიშნული პროგრამების ხარისხიანად განხორციელებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ პროფესიული პროგრამების განხორციელება ეროვნული და ინსტიტუციური საჭიროებებიდან გამომდინარე, უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს უნივერსიტეტისათვის.

შეგახსენებთ რომ ფაკულტეტზე ხორციელდება ჯამში 15 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, შესაბამისად უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის უწყვეტი პროაქტიული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ფაკულტეტისათვის.


სიახლეებში დაბრუნება