სტუ
16/02/2024

მიმდინარე წლის 26 იანვარს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ქ. გლივიცე, პოლონეთი)   სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია TalentDetector2024_Winter ფინალური ეტაპი ჩატარდა. კონფერენციის მთლიანი ციკლი 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საკონფერენციო ნაშრომები გამოაქვეყნეს მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: კახაბერ ბერიძემ, დავით ტატურაშვილმა და პატრიცია აიოუბმა.

საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია TalentDetector ერთობლივად დაფუძნებულია სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საინჟინრო და ბიომასალების დეპარტამენტის და ასოციაცია „მასალების მეცნიერების კლუბის“ მიერ. კონფერენცია იმართება წელიწადში ორჯერ (TalentDetector _Summer and TalentDetector_Winter) და ის ფოკუსირებულია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისა და მასალების მეცნიერების მიმდინარე მოვლენებზე. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში, აქტიურად არის ჩართული ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლობაც.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის და მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გააუმჯობესებს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვას და გაზრდის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის.


სიახლეებში დაბრუნება