სტუ
09/02/2024

7 თებერვალს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, SISECAM-ის ქარხანა ს.ს.“მინა“-ს სტუმრობდნენ. შეხვედრის მიზანს, სტუდენტებისათვის ქარხნის საწარმოო ბაზის, ტექნოლოგიური პროცესების და მანქანა-დანადგარების მუშაობის პრინციპის გაცნობა წარმოადგენდა. კომპანიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებს დაათვალიერებინეს ნედლეულის მომწოდებლისაგან მიღება-დასაწყობებით დაწყებული, მისი შემდგომი დამუშავების და დამზადების, სრული საწარმოო პროცესი. ვიზიტის დასასრულს სტუდენტებს შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გააცნეს კომპანია SISECAM-ის საქმიანობის და მართვის პრინციპები.

კომპანია SISECAM- მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია, სოდის წარმოებაში - მერვე ადგილი უკავია, ხოლო ქრომის ნაერთების წარმოებაში ლიდერია. სტუდენტებმა შეთავაზება მიიღეს ჩაერთონ კომპანიაში არსებული გლობალური სტაჟირების და შემდგომში დასაქმების პროგრამაში ,,ერთად“, რომელიც მათ აძლევთ საშუალებას მიიღონ პროფესიული გამოცდილება და განავითარონ უნარები გლობალური კარიერული გზის მოსამზადებლად ინდუსტრიულ კომპანიაში და იმუშაონ პრაქტიკულ პოზიციაზე რეალური პასუხისმგებლობებით.

აქვე აღსანიშნავია რომ კომპანიაში, სხვადასხვა მმართველობით და საპასუხისმგებლო პოზიციებზე დასაქმებულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რაც ვიზიტის დროს, განსაკუთრებულ თბილ აურას ქმნიდა და კეთილგანწყობით გამოიხატებოდა სტუდენტებთან ურთიერთობაში.

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი სრულიად მზად არიან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც თავისთავად საერთო ინტერესების რეალიზებას შეუწყობს ხელს. ფაკულტეტის ადმინისტრაცია ძალიან დიდ მადლობას ვუხდით კომპანია SISECAM-ის მენეჯმენტს და სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ პროაქტიულად ვითანამშრომლოთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საუკეთესო ინტერესებისათვის.


სიახლეებში დაბრუნება