სტუ
05/02/2024

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის სემინარი ჩატარდა. სემინარზე განხილული იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის დოკუმენტაციის მომზადებისა და   პროგრამის მიზანშეწონილობის დასაბუთების არგუმენტირების ცხრილის მომზადების საკითხები.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა პროგრამის ხელმძღვანელებისათვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება და ალტერნატიული გზების და რეკომენდაციების შეთავაზება პროგრამის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად. სემინარის მსვლელობისას მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზანშეწონილობის დასაბუთების არგუმენტირების ცხრილი მომზადებაზე.

სემინარი ფაკულტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა და მისი მიზანია პროფესიული განათლების განმახორციელებელთა და პედაგოგთა მხარდაჭერა სწავლა-სწავლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში. მსგავსი სემინარები მომავალშიც გაგრძელდება.


სიახლეებში დაბრუნება