სტუ
29/01/2024

26 იანვარს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სს-“მინა“-ს წარმომადგენლებმა ფაკულტეტის პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს სტუდენტებისთვის 1935 წელს დაარსებული SISECAM (შიშეჯამი) ჰოლდინგური კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მათთვის სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების პროგრამა „Together„ შეთავაზება წარმოადგენდა. სტაჟირების პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის რულად მოიცავს როგორც მომავალი მექანიკის ინჟინრების, თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე მუშაობის და მათთან ადაპტაციისთვის საჭირო პროფესიული გადამზადების პროცესს, აგრეთვე კომპანიის სასაწყობო მეურნეობის, რთული დისციპლინარული ნორმების შესწავლასა და საერთო სექციური მენეჯმენტის ათვისებას, რაც ფაკულტეტზე შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დარგის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. პროგრამა ანაზღაურებად პროფესიულ კურსებს და წარმოებაში დასაქმებას ითვალისწინებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, SISECAM (შიშეჯამი) ჰოლდინგური კომპანიის განვითარების ისტორია, განხორციელებული და სამომავლო პროექტები; სტუდენტებს გააცნეს სს „მინა“-ს წარმოებითი სრული პროცესი - ნედლეულის მოწოდებიდან გაყიდვებამდე აღსანიშნავია, რომ 1998 წელს „შიშეჯამ“ - მმა, იყიდა სააქციო საზოგადოება „მინა“ რაც მისთვის პირველი უცხოური ინვესტიცია იყო და დღემდე საქართველოში ერთადერთი მინის ტარის მწარმოებელი კომპანიაა. თანამედროვე ლაბორატორიული და ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც ქსანში მდებარეობს, დღემდე უწყვეტად ამარაგებს ქართულ ბაზარს ხარისხიანი პროდუქტით. საინტერესოა წარმოების პროცესიც: ნედლეულის, მომწოდებლისგან მიღება-დასაწყობებით დაწყებული, მისი შემდგომი დამუშავების, ღუმელში ხარშვის, გამოწვის პროცესით, IS მანქანებზე დაყალიბებით, ხარისხის კონტროლით და საბოლოო, პროდუქტის შეფუთულ მდგომარეობამდე მიღებით დამთავრებული.

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი სრულიად მზად არიან ფაკულტეტთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც თავისთავად საერთო ინტერესების რეალიზებას შეუწყობს ხელს. შემდგომი აქტივობაც უკვე დაიგეგმა „შიშეჯამ“-ში ინდუსტრიალური ტური განხორციელდება, სადაც სტუდენტები პრაქტიკულად დაათვალიერებენ და გაივლიან ზემოთ ხსენებულ პროფესიულ პროცესებს. მადლობას ვუხდით კომპანია „შიშჯამ“-ის საინტერესო შეხვედრისთვის, სტუდენტზე ორიენტირებული მსგავსი აქტივობები ყოველთვის შედეგის მომტანია და პროფესიული განვითარების უპირობო პროცესს წარმოადგენს.


სიახლეებში დაბრუნება