სტუ
26/01/2024

22 -26 იანვარს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სამაცივრო ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების სექტორის ტექნიკოსების ტრენინგები ჩატარდა. ღონისძიება დაიგეგმა, მონრეალის ოქმის-ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების შესახებ - ფარგლებში, საქართველოს სამაცივრო სექტორის გამართულად მუშაობის ხელშეწყობის მიზნით და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კანონმდებლობა და განათლება.

ტრენინგებს ატარებდნენ: 1. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; 2. საქართველოს სამაცივრო და კრიოგენური ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია. ტრენინგი გაყოფილი იყო ორ ნაწილად: I - მოიცავდა კანონმდებლობას და ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემას; II - ალტერნატიულ მაცივარ-აგენტებს და ელექტროდამზოგ ტექნოლოგიებს. ტრენინგები მთლიანობაში 200-მდე მონაწილემ გაიარა.

საქართველოს სამაცივრო და კრიოგენური ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციას და ფაკულტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მსგავსი დარგობრივი მიმართულების ღონისძიებების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. ვინაიდან ის პირველ რიგში სტუ-ში როგორც ამ მიმართულების ძირითად საგანმანათლებლო ინსტიტუციაში ავითარებს დარგთაშორის კავშირებს და უზრუნველყოფს პრაქტიკოსი სპეციალისტების საფაკულტეტო ცხოვრებაში ჩართვას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამების შემდგომი განვითარებისათვის.

აღსანიშნავია რომ 2024 წლის იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ფაკულტეტზე, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით, მუშავდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროფესიული პროგრამები, ვინაიდან 2025 წლის იანვრიდან, შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო ხდება, ,,მაცივარ აგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურე პირი“-ს სახელმწიფო სასერტიფიკატო ტესტირებაზე დასაშვებად.


სიახლეებში დაბრუნება