სტუ
26/01/2024

მიმდინარე წლის 25 იანვარს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, კანონის და შესაბამისი წესების სრული დაცვით, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის, ფაკულტეტის კვოტით აკადემიური პერსონალისათვის განსაზღვრულ ორ და სტუდენტების ერთ ვაკანტურ ადგილზე, არჩევნები ჩატარდა.

ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ ცალ-ცალკე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრებად არჩეულები იქნენ, აკადემიური პერსონალის კვოტით, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორი ზაურ ჩიტიძე და ასოცირებული პროფესორი ვალერი ჯაჯანიძე, ხოლო სტუდენტების კვოტით თორნიკე რევინოვი.

საბჭოს ახლად არჩეული წევრები, თავიანთ უფლებამოსილებას სტუ-ის წარმომადგენლობით საბჭოში (სენატი) ოთხი წლის განმავლობაში შეასრულებენ. ფაკულტეტის ადმინისტრაცია სამივე კანდიდატს ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს სამომავლო საქმიანობაში.


სიახლეებში დაბრუნება