სტუ
24/01/2024

მიმდინარე წლის 23 იანვარს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, კანონის და შესაბამისი წესების სრული დაცვით, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრის, ფაკულტეტის კვოტით განსაზღვრულ ორ ვაკანტურ ადგილზე, არჩევნები ჩატარდა.

ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრებად არჩეულები იქნენ ჩვენი ფაკულტეტის პროფესორები, ნანა ნოზაძე და გივი გოლეთიანი.

ახლად არჩეული საბჭოს წევრები თავიანთ უფლებამოსილებას სტუ-ის აკადემიურ საბჭოში ოთხი წლის განმავლობაში შეასრულებენ. ფაკულტეტის ადმინისტრაცია ორივე კანდიდატს ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს სამომავლო საქმიანობაში.

 


სიახლეებში დაბრუნება