სტუ
08/01/2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მორიგი Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ ინსტიტუციური გაძლიერების პროექტი განხორციელდება.  

პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ანხორციელებს სტუ-ს ტექნოლოგიების ტრანფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება, სადაც ასევე განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები.

აღნიშნულ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ როგორც ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. დარწმუნებულები ვართ რომ მსგავსი პროექტების ფაკულტეტზე განხორციელება, გააუმჯობესებს როგორც სასწავლო გარემოს, ასევე სწავლების შედეგებს. პროექტის მართვის გუნდი, პერიოდულად გაავრცელებს საჭირო ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძიათ იხილოთ ბმულზე.


სიახლეებში დაბრუნება