სტუ
18/12/2023

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სამაგიდო კრიოგენური ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის VII კონგრესი გაიმართა. ღონისძიება საინჟინრო მომსახურების ცენტრის და საბაკალავრო პროგრამის  -,,საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგიები“ აკადემიური პერსონალის ორგანიზებით ჩატარდა.

 ასოციაციის პრეზიდენტი კონგრესის წინაშე, საანგარიშო  მოხსენებით -,,გამჭვირვალობის ინტეგრირებული ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“ წარსდგა, რომელიც   გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ ფინანსდება.    

კონგრესზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

             ·       სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდენცირებისა და თბური ტუმბოების სექტორის წინაშე მდგარი ამოცანები;

             ·       სექტორის განვითარების ხელშემწყობი საერთაშორისო პროექტები;

             ·       სექტორის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები და კონტრ-ქმედებები.

             ·      

კონგრესის წევრებმა  ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვის, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სექტორში ახალგაზრდების მოზიდვის, ექსპერტთა ახალი თაობის აღზრდის  გზებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს  ფაკულტეტთან და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერების სხვადასხვა წინადადებები.

სამაგიდო კრიოგენური ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის  სახელით, ორგანიზაციის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.  

ფაკულტეტზე მსგავსი შეხვედრების ორგანიზება, მიზნად ისახავს დარგის სპეციალისტებსა და დარგობრივ ასოციაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას,  რათა საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.

ასევე მნიშვნელოვანია,  ფაკულტეტზე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქტიური მონაწილეობით, თანამედროვე დარგობრივ საჭიროებებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს.

 პერიოდულად განიხილავდნენ, დარგის სპეციალისტების,  ექსპერტების მოსაზრებებსა და იდეებს,  თანამედროვე გამოწვევებსა და დარგში მიმდინარე სიახლეების შესახებ.  ფაკულტეტის ადმინისტრაცია მსგავს თანამშრომლობას მხოლოდ მიესალმება და მომავალშიც მხარს დაუჭერს. 

 

 

 

 


სიახლეებში დაბრუნება