სტუ
07/12/2023

6 დეკემბერს, „თეგეტა“ ჰოლდინგის წარმომადგენლები სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

 შეხვედრის მიზანს, სტუდენტებისათვის "თეგეტა" ჰოლდინგის შესახებ ინფორმაციის გაზიარება,  მათთვის სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების პროგრამების შეთავაზება წარმოადგენდა.

ჰოლდინგის წარმომადგენლებმა სტუდენტებს "თეგეტას" მოქმედი ინიციატივების  „გახდი მოსწავლე მექანიკოსი" და „დაიწყე კარიერა თეგეტაში" ფარგლებში, კონკრეტული ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს.

აღნიშნული ინიციატივები  ანაზღაურებადი სტაჟირების პროფესიულ კურსებს, "თეგეტას" ფილიალებსა და შვილობილ კომპანიებში დასაქმების  შესაძლებლობას  ითვალისწინებს.

შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით, "თეგეტა" ჰოლდინგის განვითარების ისტორია და ჰოლდინგის განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინეს. გარდა ამისა,  ცალკე ჩატარდა პრეზენტაცია "ვოლვოს" და "თეგეტა აკადემიის" შესახებ.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს  "თეგეტა" ჰოლდინგთან  ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს.  სამომავლოდ აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ უფრო მეტად განვითარება იგეგმება, რაც მათ შორის იდეის დონეზე გულისხმობს.

  • თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას;
  • თანამშრომლობას საერთაშორისო პროექტებში;
  • პროგრამების/სილაბუსების მომზადებაში კომპანიის თანამშრომელთა ჩართვას;
  • სასწავლო დანიშნულების სტენდების კუთხის მომზადებას.
  • პერიოდულად სემინარების ჩატარებას ავტოინდუსტრიის მიმართულებით;
  • წარმატებული სტუდენტებისათვის ტრენინგების შეთავაზებას;
  • საჩვენებელი და სადემონსტრაციო ინვენტარის მოწოდებას;
  • სასწავლო პლატფორმა "ელექტუდის" ვაუჩერების უსასყიდლოდ გადაცემას მასწავლებლებისთვის და სხვა;

შეხვედრის დასასრულს, მომავალი კვირისთვის, "თეგეტა" ჰოლდინგის სათაო ოფისსა და სერვის ცენტრში,  სასწავლო პრაქტიკული ექსკურსია დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ  ფაკულტეტის ადმინისტრაციის სურვილი, პროფილური დარგის დამსაქმებლებთან საქმიანი ურთიერთობები მაქსიმალურად გააღრმაოს და სწავლა-სწავლების პროცესში, ბიზნეს სექტორის თანამონაწილეობა გააქტიუროს,   სტუ-ის ადმინისტრაციისა და პირადად რექტორის ხედვის პრაქტიკული რეალიზაციის მცდელობაა.  დარწმუნებულები ვართ,  რომ ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს  უახლოეს მომავალში მივაღწევთ.


სიახლეებში დაბრუნება