სტუ
05/12/2023

7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის დღეა

7 დეკემბერს, 14:00 საათზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ავია-სამოდელო სპორტის ეროვნული ფედერაცია გამოფენას – Tbilisi Air Expo გამართავს.

გამოფენაზე, რომელიც 21:00 საათამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტარტაპები, ავია-კლუბები, უნივერსიტეტები. 

ასევე, მოეწყობა საავიაციო ტექნიკის ჩვენება, სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტების პრეზენტაციები და ჩატარდება ვორქშოფები.

აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საავიაციო ინჟინერიის მიმართულებით წარსდგება.

ღონისძიებაზე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო  პროგრამის „საავიაციო ინჟინერია“ პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.   დასწრება თავისუფალია. 

ღონისძიება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში გაიმართება. მისამართი: მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3 (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)