სტუ
01/12/2023

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის

7 დეკემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „სასწავლო პროცესის დაგეგმვა და პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა“.

ტრენინგს ჩაატარებს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელი თ. ბარამაშვილი რომელსაც აქვს ტრენერთა-ტრენერის შესაბამისი კვალიფიკაცია. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები.

ტრენინგი, ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების განმახორციელებელთა და პედაგოგთა მხარდაჭერა სწავლა-სწავლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში.