16 ნოემბერს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბების მსურველ სტუდენტებს, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ბატონი დავით ოქიტაშვილი და ფაკულტეტის დეკანის მ/შ ბორის გითოლენდია შეხვდნენ. შეხვედრისას საუბარი შედგა ფაკულტეტის სპორტულ ტრადიციებზე და მიღწეულ შედეგებზე. სტუდენტებმა ისაუბრეს თავიანთ ინიციატივებზე, მიზნებზე, და სამომავლოდ გუნდის განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე. ბატონმა, დავით ოქიტაშვილმა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სპორტსმენებს და სრულყოფილი ვარჯიშისთვის საჭირო პირობების შექმნისათვის დახმარება აღუთქვა.
მადლობას ვუხდით ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ბატონ დავით ოქიტაშვილ მხარდაჭერისთვის, ასევე სტუდენტური სერვისების ცენტრს და სტუდენტურ თვითმმართველობის ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. ფაკულტეტის ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს დაუჭერს სტუდენტთა ნებისმიერ ჯანსაღ ინიციატივას. რაც შეეხება შეხვედრის კონკრეტულ რეზულტატს, გადაწყდა რომ გუნდი შეიკრიბება, დაიწყებს სისტემატურ ვარჯიშებს და გვჯერა, რომ ერთად წარმატებას მივაღწევთ.