14 ნოემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ორგანიზებით, საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამის სტუდენტებისთვის, კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა ნუგზარ ბაღათურიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს კვების მრეწველობის წარსული, აწმყო და მომავალი“. მან სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა დარგის და სპეციალობის განვითარების ისტორიაზე, ამჟამად მიმდინარე პროცესებზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. „კვების მრეწველობის“ როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი დარგის საქმიანობის სპეციფიკაზე და სახელმწიფოში მისი განვითარების აუცილებლობაზე.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდგა. განსაკუთრებული ინტერესი სტუდენტებში „პექტინი“- ს ფხვნილისა და ბუნებრივი საღებავების წარმოების სპეციფიკამ გამოიწვია. ახალგაზრდებმა დასვეს მრავალი შეკითხვა, ლექციის ავტორთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და გაცვალეს მოსაზრებები.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მიესალმება მსგავს ან სხვა ნებისმიერ ინიციატივას რომელიც ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას, კარიერულ ზრდას და მათში ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას გამოადგება. ლექციების ციკლი სხვა და სხვა თემატიკებით მომავალშიც გაგრძელდება.