სტუ
17/11/2023

ფაკულტეტზე სტუდენტებს შორის ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდა

16 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სპორტულ დარბაზში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ფრენბურთის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა, სადაც 8 გუნდი და ჯამში 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. დაძაბულ ბრძოლაში სტუდენტური თვითმმართველობის მიერ შექმნილმა გუნდმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და სახელობითი სიგელები. გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას უნივერსიტეტის ნაკრების შერჩევაში მიიღებენ და ასპარეზს საუნივერსიტეტო დონეზე განაგრძობენ, სადაც წარმატებას ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს. ფაკულტეტზე მსგავსი სპორტული აქტივობები შემდგომშიც გაგრძელდება და შემდეგი შეჯიბრი სამაგიდო თამაშებში ჩატარდება.