სტუ
16/11/2023

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი 15 ნოემბერს დაიწყო. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრაზე აღინიშნა რომ უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელთა შედეგებს სტუდენტები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას თავად გამოცდიან.

თავის მხრივ შეხვედრაზე პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა, სტუდენტებს გააცნეს პროფესიული პროგრამების სპეციფიკა, ესაუბრნენ დაგეგმილ აკადემიურ პროცესებზე და მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასშტაბით, ყველაზე მეტი -17 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს. ამასთან წელს, ფაკულტეტმა რეკორდული რაოდენობა - 245 პროფესიული სწავლების სტუდენტი მიიღო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული პროგრამები, უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მომავალშიც მრავალი სიახლე იგეგმება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია, კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებული სასწავლო წელს, აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას და კარიერულ წარმატებებს ვუსურვებთ.