13 ნოემბერს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ფაკულტეტის სასწავლო განყოფილების (დეკანატის) თანამშრომლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მომავალი შუასემესტრული გამოცდების და მასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
აღსანიშნავია რომ ჯგუფის წარმომადგენლების სისტემა ფაკულტეტზე წლებია არსებობს. ის მოიცავს წარმომადგენლობას ბაკალავრიატის საფეხურის ოთხივე კურსის ყველა ჯგუფიდან და არის ერთგვარ საინფორმაციო ხიდი ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის.