2 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სპორტულ დარბაზში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტური ჩემპიონატის ფინალი კალათბურთში გაიმართა.
ჩემპიონატში ფაკულტეტის მასშტაბით 8 გუნდი მონაწილეობდა. თამაშები ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
გამარჯვებულებს მედლები და სახელობითი სიგელები გადაეცათ. ასევე, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები შეირჩნენ, რომლებიც ასპარეზობას ფაკულტეტის ნაკრებში გააგრძელებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ თავდაპირველად სტუ-ის ნაკრების წევრები გახდნენ, ხოლო შემდგომ საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ითამაშონ.
ფაკულტეტზე სპორტული მარათონი გრძელდება და შემდეგი ჩემპიონატი ფრენბურთში იგეგმება.