სტუ
31/10/2023

პროფესიული მასტერკლასი - „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაცია"

30 ოქტომბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თემატური მასტერკლასი - „საზოგადოებასთან ურთიერთობა და ეფექტურ კომუნიკაცია“ გაიმართა. ლექცია სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, მალტას ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელმა, პროფესორმა ირინა ცერცვაძემ წაიკითხა. მასტერკლასს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ლექცია დინამიური და საინტერესო იყო, რაც დამსწრე აუდიტორიაში ამ დარგის მიმართ ინტერესის და ზოგადი ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.

მასტერკლასი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული სალექციო პროცესში. სტუმარმა კი,   მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.  ირინა ცერცვაძის თანხმობით, უახლოეს მომავალში მსგავსი თემატიკის მეორე საჯარო შეხვედრაც დაიგეგმა.

აღსანიშნავია რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივაა, პერიოდულად "თემატური მასტერკლასები" ჩატარდეს. აღნიშნული ლექციები    სტუდენტებისა და თანამშრომლების   ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, ასევე, ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც ითვალისწინებს.

სტუდენტური სერვისების სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, "თემატური მასტერკლასები" მომავალშიც გაგრძელდება.