სტუ
30/10/2023

ფეხბურთში შიდასაფაკულტეტო ჩემპიონატი ჩატარდა

26 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის სპორტულ დარბაზში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ფეხბურთის შიდასაფაკულტეტო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა  ჩატარდა. 

ჩემპიონატში ფაკულტეტის მასშტაბით ცხრა სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა. ერთი კვირის განმავლობაში თამაშები ჯგუფური სისტემით ჩატარდა და დაძაბული ბრძოლის შედეგად, ფინალში    გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. 

ჩემპიონებს მედლები და სახელობითი სიგელები გადაეცათ. ასევე,    საუკეთესო მოთამაშეები შეირჩნენ,  რომლებიც ვარჯიშს ფაკულტეტის ნაკრებში გააგრძელებენ. ისინი შემდეგ ეტაპზე საუნივერსიტეტო ფაკულტეტთაშორის ჩემპიონატში იასპარეზებენ. 

ფაკულტეტზე მსგავსი სპორტული აქტივობები შემდგომშიც გაგრძელდება.  შემდეგი ჩემპიონატი კალათბურთში იგეგმება.