სტუ
30/10/2023

სტუ-ში მუსიკალური შესარჩევი ტური ჩატარდა

24 ოქტომბერს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრალურ სტუდიაში „მოდი ნახე“  მუსიკალური შერჩევა (ქასთინგი) ჩატარდა,  სადაც  სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური და ვოკალური ნიჭით დაჯილდოებული ოცდაექვსი სტუდენტი მონაწილეობდა. 

კონკურსს, მოქმედი მუსიკოსებით დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური აფასებდა.  მონაწილეებმა,  როგორც საკუთარი ასევე,  ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები წარმოადგინეს. შეირჩნენ გამარჯვებულები, რომლებთანაც ახლო მომავალში აქტიური სარეპეტიციო მუშაობა დაიწყება. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, რექტორის  დავით გურგენიძის და სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  დავით ოქიტაშვილის მხარდაჭერით,  სტუდენტური სერვისების სამსახურის და უნივერსიტეტის თვითმმართველობის ჩართულობით,  არაერთი მუსიკალური ჯგუფი და ანსამბლი შეიქმნა. მათ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე,  ეროვნული მასშტაბით  წარმატებას მიაღწიეს. 

ამჟამად,  იგეგმება ორი პროექტის: ეთნო ბენდ - „მარე“-  ს შექმნა.  აგრეთვე ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის კოლაბორაცია, რაც თავის მხრივ ალტერნატიული მუსიკის შექმნას გულისხმობს.  მიგვაჩნია, რომ  არსებული პროექტები ერთგვარი ინოვაცია იქნება საუნივერსიტეტო სივრცეში და ხელს შეუწყობს სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზირებას. ასევე,  მუსიკის როგორც ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის პოპულარიზაციას განახორციელებს და  სტუდენტურ ცხოვრებაში, ახალგაზრდა ხელოვანი ადამიანების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს სტუდენტებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას.