სტუ
30/10/2023

პირველკურსელთა ექსკურსია ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში

29 ოქტომბერს,  სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პირველკურსელთათვის,  ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში  შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია მოეწყო. სტუდენტებმა ციხესიმაგრის ტერიტორია დაათვალიერეს,  მის ისტორიას  გაეცნენ და  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ ანანურის კომპლექსი გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ნაგებობები.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეპოქის ხუროთმოძღვრების ნიმუშებს უამრავს ნახავთ,  ასე ერთად თავმყრილი და შედარებით კარგად დაცული, მხოლოდ რამდენიმეა.

ექსკურსიის შემდეგ ბუნებაში  პიკნიკი მოეწყო,  რის შემდეგ სტუდენტებმა   ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ სპორტულ და გასართობ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს.  

უნდა აღინიშნოს,  რომ ასეთ ღონისძიებებს უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს და ის სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა.  მსგავსი სახის სოციალური პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი და მეგობრული კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.  მათში თვითშემეცნების უნარს ზრდის და ანვითარებს მსოფლმხედველობას. 

ექსკურსია  სტუდენტური სერვისების ადმინისტრაციისა და   თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული და  სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო.